A+ Consulting

წესიერება - ხარისხი - წარმატება

A+ შესახებ

N
კანონი რთულია. ჩვენ მას გადმოგცემთ უბრალო ენაზე
N
ჩვენ გთავაზობთ პრობლემების გადაჭრის გზებს
N
სამართლებრივი საკითხის დავის გარეშე გადასაჭრელად მოემზადეთ რეალური ბრძოლისთვის
N
ტექნოლოგია ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას და სერვისის გაუმჯობესებას. ჩვენ მას საჭიროებისამებრ ვიყენებთ.

ჩვენი სერვისები

ინსტიტუციური განვითარება

მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა მოიპოვა გამოცდილება, რაც აუცილებელია ამ პროცესის მაქსიმალურად შეუფერხებლად წარმართვისთვის. ჩვენ დავადგენთ თქვენს მიზნებს და მოვარგებთ მოლოდინებს.

იურიდიული მომსახურება და სამართალწარმოება

ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის კორპორაციული და სახელშეკრულებო მიმართულებებით, რაც ასევე მოიცავს ადმინისტრაციულ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებში წარმომადგენლობასაც.

დამატებითი იურიდიული მომსახურება

დაგვიკავშირდით, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი იურიდიული სერვისების შესახებ. ჩვენი გუნდი გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და შედეგების მისაღწევად.

A+ გუნდი

ანდრო გიგაური

Მმართველი პარტნიორი

ოთარ კახიძე

უფროსი პარტნიორი

ალექსანდრე წერეთელი

უფროსი თანაშემწე

გიორგი მახარაძე

ასოცირებული ადვოკატი

ნიკოლოზ კირკიტაძე

სერტიფიცირებული აღმასრულებელი

გიორგი თუშიშვილი

ასოცირებული ფინანსური ექსპერტი

თინათინ ქორქია

უმცროსი იურისტი

უჩა ზაქაშვილი

ასოცირებული იურისტი

ლიზა ურჯუმელაშვილი

უმცროსი კონსულტანტი

რეკომენდაციები

“მე მქონდა ანდროსთან მუშაობის შესაძლებლობა სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ის გამორჩეული მოაზროვნე და კარგი იურისტია ფართო გამოცდილებით სახელმწიფო მართვასა და საჯარო პოლიტიკაში.

მის შრომას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვასა და ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში. რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლიბერალური დემოკრატიის განვითარებისათვის.”

ნონა წოწორია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

“მე მქონდა ბედნიერება მემუშავა ოთართან მრავალი წლის განმავლობაში. დაწყებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, დამთავრებული მისი კერძო პრაქტიკით. ეს გამოცდილება ასევე გულისხმობს მის შესანიშნავ საქმისწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ოთარი არის ძლიერი, ერთგული და ყურადღებიანი იურისტი – ძალიან კარგია, როდესა ის შენს მხარესაა. ”

ფილიპ ლიჩი

პროფესორი, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრის ყოფილი დირექტორი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.

“მე მქონდა პატივი, მემუშავა ანდრო გიგაურთან სხვადასხვა მიმართულებით – სამთავრობო, საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორებში. ყველა შემთხვევაში თანაბრად, სამუშაო წარმატებით სრულდებოდა. მისი მიდგომები იყო გონიერი, ინოვაციური და ეთიკური. ანდროს ყოველთვის შეუძლია, განავითაროს თავისი შესაძლებლობები და უნარები, რათა ხარისხიანად ემსახუროს დასახულ მიზნებს და კლიენტებს.”

ვახტანგ ლეჟავა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი

“კარგად განათლებული, ღრმად გამოცდილი და წესიერი. ანდრო გიგაურის ერთგულება დემოკრატიული მმართვეელობის განითარებისთვის არის გამორჩეული. მისი შესაძლებლობები სცდება ორდინალურს. მასში ერთიანდება ძლიერი პიროვნული პატიოსნება და მაღალი ინტელექტი სტრატეგიული ელფერით, რაც წარმატების მომტანია. “

კეტრინ რადერი

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის და მართვის სკოლის ყოფილი პროფესორი; ამერიკის პოლიტიკური მეცნიერებების ასოციაციის ყოფილი დირექტორი

“ოთარ კახიძე ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური იურისტია, ვინც კი შემხვედრია საქართველოში. მრავალმხრივ განათლებული, კომპლექსური მოაზროვნე, ოთარი ყოველთვის ორიენტირებულია რომ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს კლიენტისთვის, რასაც ის სანაქებო შრომისუნარიანობით, ერთგულებითა და კრეატიულობით უზრუნველყოფს. ოთარი წარმატებულია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენებაში თავის კლიენტებთან, რაც განპირობებულია მისი გახსნილობით და ურთიერთპატივისცემით.”

ლადო გურგენიძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი

“მე მქონდა ბედნიერება, მემუშავა ბ-ნ ოთართან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე გასული წლების განმავლობაში. მას გაუწევია ჩემთვის კონსულტაცია, ისევე, როგორც წარმოვუდგენივარ ქართულ სასამართლოებში. ოთო არის იშვიათი სინთეზი უზარმაზარი კომპეტენციის, პრაგმატული გამჭრიახობის და ბუნებრივი ინტელექტის. მას ასევე გააჩნია შეუპოვარი ხასიათი პრობლემებთან გამკლავების კუთხით, რაც მას, ჩემი შეხედულებით, შეუდარებელ იურისტად აყალიბებს.”

გიგა ბედინეიშვილი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი