ალექსანდრე წერეთელი

უფროსი იურისტი

ალექსანდრე წერეთელი პროფესიით იურისტი და პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტია, სერთაშორისო ურთიერთობების განხრით. იგი იურისტის პროფესიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დაეუფლა, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში შეისწავლა. ალექსანდრეს აქვს გამოცდილება იურიდიული დოკუმენტების მომზადებასა და ანალიზში, საერთაშორისო სამართალში, კვლევების მომზადებაში, სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და შიდა რეგულაციების გაწერაში.

A+ Consulting-მდე, ალექსანდრე იყო ლეიტენანტი საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ალექსანდრე შეუერთდა Policy Daily-ის გუნდს კონსულტანტის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კვლევით სამუშაოებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ალექსანდრე უძღვებოდა საგანამანათლებლო პროექტის შექმნას სკოლის მოსწავლეებისათვის. გარდა კვლევითი პროექტებისა, ალექსანდრე წარმატებით მუშაობდა უკრაინის პროკურატურის საზოგადოებრივ აქტივობებზე. ალექსანდრემ ასევე შეიმუშავა საგანმანათლებლო პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური წიგნიერების შესახებ.

აშშ-ს სამხედრო აკადემიაში სწავლის პერიოდში ალექსანდრე იყო გაეროს იმიტირებული კონფერენციების დელეგატი, დებატის კლუბის წევრი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზატორი. ალექსანდრე, როგორც ასეულის დივიზიის უფროსი, წარმოადგენდა მის დაქვემდებარებულებს შიდა სამხედრო სასამართლოში და წარმატებულად იცავდა მათ.

ალექსანდრე მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად სრულყოფილად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, ხოლო ესპანურ ენას საშაუალო დონეზე.