ანდრო გიგაური

მმართველი პარტნიორი

ანდრო გიგაური ადვოკატია. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლაში. კომპანიაში ანდრო ხელმძღვანელობს საკონსულტაციო მიმართულებას. მას აქვს პროფესიოული საქმიანობის გამოცდილება ევროკავშირის, ევროსაბჭოს, მსოფლიო ბანკის, დანიდას, გაეროს ოპერაციების ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში. ანდრო ასევე თანამშრომლობდა კომპანიებთან PWC, ქემონიქსი, Justice Coopération International და Expertise France.

 

ანდრო ყოფილი საჯარო მოხელეა. მას აქვს გამოცდილება საჯარო სამსახურში საქმიანობის გამოცდილება იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსისა და მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობებზე. მის საქმიანობას უკავშირდება არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის შექმნა და განვითარება. ანდროს ინტერესთა სფერო ძირითადად მიმართულია სახემწიფო და კერძო ინსტიტუტების, ასევე არასამთავრობო სექტორის გაძლიერების; მოქალაქეთა მომსახურების სფეროს რეფორმირების; დანაშაულის პრევენციისა და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განვითარებისკენ.

 

ანდრო ასწავლის ერთ წლიან კურსს „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში. 2021 სასწავლო წლიდან ანდრო შეუერთდა თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლას და ასწავლის კურსს დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო თემების შესახებ.

 

ანდრომ დააარსა არასმთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“, რომლის მიზანია მისცეს ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლბლობები განავითარონ საკუთარი პოტენციალი დაცულ გარემოში. მან 2022 წელს დაამთავრა სამაგისტრო პროგარმა “ბავშვის განვითარება” ჰაიფას უნივერსიტეტში, ისრაელი.

 

ანდრო არის სერტიფიცირებული ქოუჩი. ის მუშაობს კლიენტებთან, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ასპექტებზე.