თინათინ ქორქია

უმცროსი იურისტი

თინათინ ქორქია თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. 2022 წელს მან სტაჟირება გაიარა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტში.” სტაჟირების განმავლობაში თინათინი იკვლევდა ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო რეგულირებებს და მუშაობდა კონსტიტუციური სარჩელის შექმნაზე.

2021 წელს თინათინმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროექტში, მათ შორის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ შემოდგომის სკოლაში “სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები” და საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში “კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი.” თინათინი ასევე გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იმიტირებული პროცესის ფინალისტი.

თინათინის მთავარი ინტერესებია სამოქალაქო, საკორპორაციო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებები. იგი აქტიურადაა ჩართული სამართლებრივი დოკუმენტების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ბრიფების მომზადებაში.​

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული (თავისუფლად)