ნიკოლოზ კირკიტაძე

სერტიფიცირებული აღმასრულებელი

ნიკოლოზ კირკიტაძე არის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურდსდამთავრებული, პროფესიით იურისტი. იგი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში სადაც საბოლოოდ თავჯდომარის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისი თანამონაწილეობით შეიქმნა ელექტრონული საქმისწარმოება. მონაწილეობდა კონსულტაციებში, როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც საქმის წარმოება გახდა უფრო ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე.

​გარდა ამისა, ნიკოლოზი იყო 2012 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი თანაავტორი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში, რომლის შედეგადაც გადახდისუუნარობის საქმისწარმოება გახდა გამჭვირვალე, აღმოიფხვრა კორუფცია და შესაძლებელი გახდა საქმის დასრულება უფრო მოკლე ვადებში.​

2014-2015 წლებში ნიკოლოზი მსახურობდა მოწვეულ ექსპერტად უკრაინის იუსტიციის სამინისტროში სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გასაუმჯობესებლად.

2014-2015 წლებში ნიკოლოზი იყო მიწვეული ექსპერტი უკრაინაში, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დახვეწის მიზნით​ 2017 წლიდან დღემდე, ნიკა Innovators International House-ის მფლობელი და დირექტორი, ხოლო “ფინანსური სექტორი”-ის საოპერაციო დირექტორია. ამავდროულად, 2013 წლიდან იგი კერძო სააღსრულებო საქმით არის დაკავებული.

ნიკას ინიციატივით კომპანია “ფინანსურ სექტორში” შეიქმნა “სარჩელების ელექტრონული პროგრამა”, “პრობლემური აქტივების დამუშავების პროგრამა” და დაინერგა “რისკების განმსაზღვრელი ელექტრონული პროგრამა”. კომპანიაში, ახალი პროგრამების დანერგვის შედეგად ეფექტურობა გაიზარდა 10-ჯერ, ხოლო ხარჯები 3-ჯერ შემცირდა. შედეგად კომპანიის მართვაში არსებული პრობლემური სესხები 2021 წლისთვის სრულად იქნა ამოწურული.