უჩა ზაქაშვილი

ასოცირებული იურისტი

უჩა ზაქაშვილი პროფესიით იურისტია. აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.

2005-2014 წლებში იგი იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მშენებლობის მაკონტროლებელ ორგანოში.

2014 წლიდან დღემდე უჩა ახორციელებს სამშენებლო სამართლებრივ ზედამხედველობას/კონსულტირებას პროექტში „King David” და მისი ავსტრიული მესაკუთრე კომპანია Rezid Holding GmbH-ისთვის, ასევე მისი აფილირებული კომპანიებისთვის.

2015 წლიდან იგი იყო საქართველოს სივრცის დაგეგმვის, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე (რომელიც პარლამენტმა მიიღო 2018წ.) მომუშავე ექსპერტი.

უჩა მონაწილეობდა რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისა და გადასინჯვა/კორექტირების პროცესში, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. მათ შორის, იგი იყო ა(ა)იპ „ურბანული კვლევების ცენტრის“ კონსულტანტი/მკვლევარი პროექტის „Sustainable Urban Transport Investment Program – Project 1 Loan No. 2655 – GEO – Preparation of Sustainable Urban Mobility Plan Contract No. SUTIP/C/QCBS/07-2018“ ფარგლებში;

უჩა ზაქაშვილი ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ და აქტუალურ თემებზე. 2021 წელს მისი ნაშრომი “Legal-comparative aspects of expropriations on the example of legal regulations in Georgia and Poland” – გამოქვეყნდა პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით გამოცემაში. 2017 წლიდან უჩა არის ილიაუნის, ჯიპას და გაუს ლექტორი სამშენებლო სამართალში.

უჩა ზაქაშვილი 2014 წლიდან არის საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მენტორი ადვოკატი. 2020-2021 წლებში იგი იყო ამავე ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თანა-თავმჯდომარე.

მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭრა და კონსულტირება. ასევე, საინვესტიციო პროექტების სამშენებლო პოტენციალის კვლევა/შეფასება.

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული.